Thumbnail

ვაკო გვილიამ ჩემპიონს გაუტანა, ლუცერნის მესამე მარცხი სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუცერნი 2:3 იანგ ბოიზი
  • ვაკო გვილიას მეორე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში
  • ლუცერნის წარუმატებელი სტარტი

შვეიცარიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ვაკო გვილიას ლუცერნს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი იანგ ბოიზი ესტუმრა. გვილიას გუნდმა პირველი ნახევარი 1:1 წააგო. ლუცერნმა მეორე ტაიმში შიურპფის თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. სტუმრებმა ხუთწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს, რითიც თამაშის ბედი გადაწყვიტეს. 89-ე წუთზე ვაკო გვილიამ ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

ვაკომ შვეიცარიის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა წინა სეზონში ბაზელის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა. ლუცერნს 4 ტურში ერთი მოგება აქვს და 3 ქულით მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები