Thumbnail

რეალმა მილანი დაამარცხა, სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუს თასი მოიპოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალი 3:1 მილანი
  • იგუაინმა სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
  • სამეფო კლუბი სანტიაგო ბერნაბეუს თასის გამარჯვებული 28-ედ გახდა

მადრიდის რეალმა და მილანმა სანტიაგო ბერნაბეუს თასი გაითამაშეს. სეზონის დაწყებამდე, სამეფო კლუბი სანტიაგო ბერნაბეუზე ერთ კლუბს ეპატიჟება, რომელთანაც ამ ტიტულის მოსაპოვებლად შეხვედრას მართავს.

იტალიურმა მილანმა სანტიაგო ბერნაბეუს თასზე მეოთხედ ითამაშა. ამ მატჩამდე, მილანს ეს ტიტული ორჯერ მოგებული ჰქონდა, ხოლო ერთ მატჩში მადრიდელებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. კარვახალის ჩაწოდების შემდეგ, კარიმ ბენზემამ მცველებს აჯობა და რეალი დააწინაურა. მე-4 წუთზე გონსალო იგუაინმა ბრწყინვალე დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მილანის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

რეალი ძალიან ბევრს უტევდა, მილანი კი დაცვაში უამრავ შეცდომას უშვებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, საჯარიმოში შექმნილი არეულობით, გარეთ ბეილმა ისარგებლა და რეალს პირველი ტაიმი მოაგებინა - 2:1.

მეორე ნახევარში ბორხა მაიორალმა კიდევ ერთი გოლი გაუტანა მილანს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. რეალმა სანტიაგო ბერნაბეუს თასი 28-ედ მოიგო. სამეფო კლუბი მომდევნო შეხვედრას უკვე სუპერთასზე გამართავს, ატლეტიკოს წინააღმდეგ. მილანი სერია A-ს პირველ ტურში ჯენოას შეხვდება.

სანტიაგო ბერნაბეუს თასზე რეალისა და მილანის მატჩები

1988 | მილანი 3:0 რეალი
1990 | მილანი 3:1 რეალი
1999 | რეალი 4:2 მილანი
2018 | რეალი 3:1 მილანი

 

კომენტარები

ბოლო ამბები