Thumbnail

ტრაგედია საფრანგეთში | ორიაკის მორაგბეს გული გაუჩერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 21 წლის მორაგბე ლუი ფაიფროვსკი როდეზთან შეხვედრაში გარდაიცვალა
  • მატჩში მონაწილეობას ქართველი მორაგბეებიც იღებდნენ

ფრანგული სარაგბო კლუბი ორიაკი ამხანაგურ მატჩს მართავდა ფედერალ ერთის წარმომადგენელ როდეზთან. ორიაკის ესპუარებში ვანო კარკაძემ და გიორგი გოგოლაძემ ითამაშეს. გოგოლაძე მერვე ქართველია, რომელიც ამ კლუბში იასპარეზებს.

სამწუხაროდ, მატჩი ტრაგედიით დასრულდა. ორიაკის რიგებში 21 წლის ლუი ფაიფროვსკიმ ითამაშა, რომელიც ძირითადი გუნდის წევრი იყო. როდეზთან მატჩის დროს ფაიფროვსკიმ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და გასახდელში გარდაიცვალა.

ლუი PRO D2-ის წინა სეზონში 15-ზე მეტი ჩაატარა.

ტრაგედიაზე ორიაკის ესპუართა გუნდის მორაგბე, გიორგი ჯავახია გვესაუბრა.

გიორგი ჯავახია: ესპუარების გუნდი როდეზს ხვდებოდა. მე არ მითამაშია. ვანო კარკაძე და გიორგი გოგოლაძე შეცვლაზე შევიდნენ. ლუი ერთ-ერთ მომენტში შებოჭეს, რის გამოც გონება დაკარგა და მოედნიდან გაიყვანეს. სასწაული ხდებოდა მინდორზე, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.

ლუი 2012 წელს მონპელიეს სარაგბო კლუბში ჩაირიცხა, 2015 წლამდე მონპელიეში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერის გაგრძელება ორიაკში გადაწყვიტა. 2017 წელს ორიაკთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ორიაკის ოფიციალური განცხადება: ვწუხვართ ლუის გარდაცვალების გამო, ის გასახდელში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

კომენტარები

ბოლო ამბები