Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ლესტერი
  • იუნაიტედმა სეზონი გამარჯვებით გახსნა...

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგა მოგებით დაიწყო, 2018-19 წლების სეზონის პირველ მატჩში მოურინიოს გუნდმა ოლდ ტრაფორდზე ლესტერი 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი  გოლი მესამე წუთზე პენალტით, პოლ პოგბამ გაიტანა. ალექსის სანჩესის დარტყმული, მცველს ხელზე მოხვდა და მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოსულმა ფრანგმა ზუსტად დაარტყა!

3' პოლ პოგბა (პენ) - 1:0

გატანილი გოლის შემდეგ, ლესტერი გააქტიურდა. კარგი მომენტი ჰქონდა გუნდის ახალწვეულს და რიად მაჰრეზის შემცვლელს - ჯეიმს მედისონს, თუმცა მისი დარტყმული დავიდ დე ხეამ მოიგერია.

გრეის მომენტი

ესპანელი მეკარე, როგორც ჩანს მშვენიერ ფორმაშია - მედისონის ეპიზოდის გარდა, დე ხეამ ჩვეული შესანიშნავი რეაქციით კიდევ ერთ მომენტში იხსნა გუნდი, როდესაც კარისკენ დემარაი გრეი ახლო მანძილიდან ურტყავდა.

ლუკაკუს ეპიზოდი

თუმცა დე ხეასთან ერთად, ლესტერის ‘კიპერი’ კასპერ შმეიხელიც შესაშნიშნავ ფორმაშია - დანიელმა რომელუ ლუკაკუს თითქმის 100%-იანი მომენტი 'გაუფუჭა' და ბურთი მოიგერია.

83' ლუკ შოუ - 2:0

შეხვედრის მიწურულს, მანჩესტერმა წინ ბურთი დაიჭირა, კარგად ითამაშეს პოლ პოგბამ და ხუან მატამ, რომელმაც ბურთი მარცხენა ფლანგზე გახსნილ ლუკ შოუს გადააწოდა. ახალგაზრდა ინგლისელმა, ეფექტური მოძრაობით რიკარდო პერეირა ჩამოიშორა და ეფექტური დარტყმით შმეიხელის კარი აიღო.

93' ჯეიმი ვარდი - 2:1

მსაჯის მიერ დამატებული დროის მესამე წუთზე, რიკარდო პერეირამ მარჯვენა ფლაგნზე იაქტიურა, მისი ჩაწოდებული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ჯეიმი ვარდიმ თავით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლივერპული
  • ვესტ ჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები