Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | ქართველი ხელბურთელების დრამატული მატჩი ფინეთთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოში 18-წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
  • საქართველო 25:25 ფინეთი

საქართველოში 18-წლამდე ხელბურთელთა B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ქართველების გარდა, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია და ბელარუსი გამოდიან.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველო ფინეთს დაუპირისპირდა. ქართველმა ხელბურთელებმა პირველი ტაიმი 14:13 წააგეს. მეორე ნახევარი დრამატული გამოდგა. მე-20 წუთზე მსაჯმა გიორგი ლაპიაშვილი გააძევა მოედნიდან. ფინელები წუთითა და 40 წამით ადრე, ორი ბურთით იგებდნენ (25:23). წუთშესვენების შემდეგ, ნიკა კალანდაძემ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 30 წამით ადრე გიორგი კუხალაშვილმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

საქართველოს ბოლო წამზე შანსი მიეცა, თუმცა კარიდან კარში ნასროლი ბურთი არ გავიდა და მატჩი ფრედ 25:25 დასრულდა. ქართველთა მხრიდან კარგად ითამაშეს გიორგი ცხოვრებაძემ და ნიკა კალანდაძემ. კალანდაძემ რვა გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 11 აგვისტოს, ფავორიტ ბელარუსიის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები