Thumbnail
  • ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ახალ სეზონში ბარსას კაპიტნის სამკლაურს მოირგებენ
  • ამიერიდან ლიონელ მესი კატალონიური გუნდის სრულფასოვანი ლიდერი იქნება

არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ბარსელონას პირველი კაპიტანი გახდა. ამის შესახებ კატალონიური გუნდის პრესსამსახური იუწყება.

ამრიგად, 31 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი გუნდიდან სეზონის დასრულების შემდეგ წასული ანდრეს ინიესტას როლს შეითავსებს, რომელიც ბარსელონაში 2002/03 წლების სეზონიდან გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ესპანელმა კარიერა იაპონურ ვისელ კობეში გააგრძელა.

ახალ სეზონში ბარსელონას ვიცე-კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იქნება, მესამე კაპიტანი - ჟერარდ პიკე, კვარტეტს კი სერხი რობერტო ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფეხბურთელი ბარსელონას აკადემია "ლა მასიის" აღზრდილია.

ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას 2003 წლიდან იცავს, გუნდში ვიცე-კაპიტანი კი 2015 წლიდან იყო.

მესი ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 552 გოლით, ხოლო მატჩების რაოდენობით მესამეა - 637.

კატალონიურ გუნდში ლეომ 32 ტურნირი მოიგო, მათ შორის 9 ესპანეთის ჩემპიონატი და 4 ჩემპიონთა ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები