Thumbnail

ბექა ბურჯანაძე ანდორას ტოვებს? - ქართველ კალათბურთელს ბასკური კლუბი ეპატიჟება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანური მედია ბექა ბურჯანაძის სავარაუდო ტრანსფერზე წერს
  • ეროვნული ნაკრების 24 წლის ფორვარდის დამატება გიპუსკოას სურს

ესპანური მედია ბექა ბურჯანაძის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის დამატება სან სებასტიანის გიპუსკოას სურს. ინფორმაციის თანახმად, ბასკებმა ანდორას ქართველ მოთამაშესთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ახლა მთავარია, რომ ბურჯანაძემ ანდორასთან მოაგვაროს საქმე, რადგანაც კალათბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გიპუსკოამ 2017-2018 წლების სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა. ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრისთვის გიპუსკოა მეოთხე ესპანური კლუბი იქნება.

ბექა ბურჯანაძის ესპანური კარიერა

სევილია | 2011-2014
ლა კორუნია | 2014 - 2016
ანდორა | 2016 წლიდან დღემდე ამ კლუბის მოთამაშეა

შეგახსენებთ, ბექა ბურჯანაძეს 2017 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, მუხლის ტრავმა აწუხებს და შარშან სექტემბერში ოპერაციაც გაიკეთა. ბექას ევრობასკეტი 2017 გაუცდა და საქართველოს ნაკრებს ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაეხმარა.

კომენტარები

ბოლო ამბები