Thumbnail
  • პრემიერლიგის ტურამდე რამდენიმე ამბავი...
  • უტრანსფერო პოჩეტინო, გახნის მატჩი ოლდ ტრაფორდზე, უნაის პირველი თამაში...

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი, პარასკევს 23:00 საათზე - მანჩესტერ იუნაიტედის და ლესტერის დაპირისპირებით დაიწყება. შაბათს, კოვაჩიჩით გაძლიერებული ჩელსი და უტრანსფერო ტოტენჰემი გასვლით მატჩებს ითამაშებენ, ხოლო ლიგის მთავარი ორი ფავორიტი - ლივერპული და სიტი თამაშებს კვირას ჩაატარებს. ტური არსენალის და მანჩესტერ სიტის საინტერესო შეხვედრით დასრულდება.

ლივერპული V ვესტ ჰემი

🕒 კვირა | 16:30

იურგენ კლოპის გუნდი, პირველ ტურში ვესტ ჰემ იუნაიტედს უმასპინძლებს. ლონდონელებს დღეს სიტისთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი - მანუელ პელეგრინი წვრთნის, რომელმაც გუნდი საკამაოდ გააძლიერა.

ვესტ ჰემს ზაფხულში - მარკო არნაუტოვიჩი, ფელიპე ანდერსონი, ანდრეი იარმოლენკო, ჯეკ უილშირი, ლუკას პერესი, ისაა დიოპი და კარლოს სანჩესი დაიმატნენ. თუმცა გაძლიერების მხრივ, წელს თუ ვინმე გაძლიერდა ეს პირველრიგში ლივერპულია!

კვირას ენფილდზე ნაბი კეიტას, ფაბინიოს, ალისონს და გუნდის სხვა ახალწვეულებს ვნახავთ. საინტერესოა, როგორ გადანაწილდება ნახევარდაცვაში როლები, ასევე საინტერესოა, მუნდიალის შემდეგ როგორ ფორმაში ხვდება კლუბის შემტევი ტრიო - მანე, ფირმინო, სალაჰი სეზონს.

არსენალი V მანჩესტერ სიტი

🕒 კვირა | 19:00

უნაი ემერი, კვირას თავის ახალ გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ მატჩს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, ლონდონში ჩაატარებს - ტურის ცენტრალური მატჩი! ემერიმ ზაფხულში თითქმის ახალი დაცვის ხაზი შექმნა, რომელიც წინაზე ცუდი როგორ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენია...

არავინ იცის ესპანელი სპეციალისტი ძირითად მეკარედ ვის დააყენებს, ერთი კანდიდატურა გამოცდილი, თუმცა ცუდ ფორმაში მყოფი პეტრ ჩეხია, ხოლო მეორე გერმანელი ბერნდ ლენო, რომლიც ლონდონელებმა ზაფხულში დაიმატეს.

სიტის, მაჰრეზის გარდა არავინ დაუმატებია. გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ შარშანდელ შემადგნელობას დიდი ცვლილება არ სჭირდება. პეპის დაცვის ხაზში - ოტამენდი, კომპანი და სტოუნსი სამივე მწყობრშია, საინტერესოა როგორ წყვილს დააყენებს არსენალთან ესპანელი.

ჰადერსფილდი V ჩელსი

🕒 შაბათი| 18:00

80 მილიონიან კეპას საქმეში ვნახავთ, გავიგებთ დიდი გუნდის დონეზე ბასკი როგორი მეკარეა და მოახერხებს თუ არა რეალში წასული ტიბო კურტუას შეცვლას.

ლონდონელებს სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე 2 დღით ადრე, მხოლოდ ჟორჟინიო და 38 წლის რობერტ გრინი ჰყავდათ დამატებული, თუმცა ბოლოს გააქტიურდნენ... ჯერ კეპა დაიმატეს, ხოლო შემდეგ რეალიდან მატეო კოვაჩიჩი.  საინტერესოა მაურიციოს სარის ხელში ფორმა დაკარგული ალავარო მორატას ხილვა. მწყობრშია ჩელსის რვიანი როს ბარკლი, რომელზეც ინგლისში დიდი იმედებს ამყარებდნენ.

სარი თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას კირკლის სტედიუმზე, ჰადერსფილდში ჩაატარებს. დევიდ ვანგერის გუნდი წელს სატრანსფერო ბაზარზე პასიურობდა, მნიშვნელოვანი შენაძენი არ გაუკეთებიათ და დიდი ალბათობით, ჰადერსფილდი ლიგიდან გავარდნის ერთ ერთი კანდიდატი იქნება.

მანჩესტერ იუნაიტედი V ლესტერი

🕒 პარასკევი | 23:00

2018-19 წლების პრემიერლიგის სეზონს სწორედ ეს მატჩი გახსნის. იუნაიტედმა სატრანსფერო პერიოდი ნაყოფიერად ვერ გაიარა, გუნდი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლა და დიდი არაფერი შეცვლილა.

გუნდმა ერთადერთი მნიშნველოვანი ტრანსფერი - ბრაზილიელი ფრედის სახით განახორციელა, რომელიც მოედნის ცენტრში ითამაშებს. ჟოზე მოურინიომ განაცახადა, რომ ლესტერთან მატჩის წინ იმ მოთამაშეებს გაესაუბრებოდა, რომლებიც მუნდიალის შვებბულებიდან გვიან დაბრუნდნენ.

ასეთი ფეხბურთელი კი გუნდში ბევრია - მარკუს რაშფორდი, ჯესი ლინგარდი, რომელუ ლუკაკუ, პოლ პოგბა და ა.შ. ტრამვირებულები არიან ანტონიო ვალენსია, ადნრეს ერერა და ნემანია მატიჩი. ჟოზე ლესტერთან მატჩს, თითქმის მეორე შემადგენლობით დაიწყებს.

ნიუკასლი V ტოტენჰემ ჰოთსპური

🕒 შაბათი | 15:30

ტოტენჰემ ჰოთსპური პრემიერლიგის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზაფხულში ტრანსფერი ვერ გააკეთა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა, მთელი რესურსი როგორც ჩანს ახალი სტადიონის აშენებას მოახმარა.

წასვლით სამი ინგლისელი ბავშვი გაუშვეს - კინან ბენეტსი ბორუსია მიონხენგლადბახში, რეო გრიფიტსი ლიონში და ნონი მადუეკე პსვ ეინდჰოვენში. გუნდის ყველა ლიდერი მწყობრშია, საინტერესოა როგორ ფორმაშია ერთი შეხედვით წარმატებული (ბომბარდირი გახდა), მაგრამ ასევე უღიმღამო მუდნიალის შემდეგ, კლუბის მთავარი ვარსკვლავი - ჰარი კეინი.

მოსამზადებელი ეტაპი კარგად ვერ გაიარა ნიუკასლმაც, ჯორდებმა გავარდნილ სუონსის კი და ფედერიკო ფერნანდესი წაართვეს, ხოლო ასევე დაქვეითებული ვესტ ბრომვიჩიდან სალომონ რონდონი ინათხოვრეს. გუნდში ასევე მოვიდა იაპონელი ფორვარდი მაინციდან - იოშინორი მუტო.

კომენტარები

ბოლო ამბები