Thumbnail
  • მილანმა ხორვატი თავდამსხმელი გაყიდა
  • ნიკოლა კალინიჩი მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა

მილანისა და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ნაადრევად დაატოვებინეს, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 30 წლის ცენტრფორვარდი “როსონერიდან” მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა.

ესპანურმა კლუბმა ტრანსფერი ხუთშაბათს საღამოს ოფიციალურად დაადასტურა - კალინიჩმა ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ხორვატმა მადრიდულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური და იტალიური სპორტული მედიის ცნობით, მილანმა 15 მილიონი ევრო მიიღო.

ნიკოლა კალინიჩის პირველი ვარჯიში ატლეტიკოში

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა კალინიჩი მუნდიალზე ნიგერიასთან მატჩის (2:0) შემდეგ გუნდიდან მოკვეთა და სახლში დააბრუნა. მიზეზი ის იყო, რომ კალინიჩი ნიგერიასთან მატჩის დროს მოედანზე შესვლაზე უარს ამბობდა. კალინიჩის გარეშე ხორვატებმა, ყველასათვის მოულოდნელად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გააღწიეს, სადაც საფრანგეთთან დამარცხდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები