Thumbnail
  • ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა
  • ლეგენდამ ‘სკუადრა აძურას’ ტელეექსპერტობა ამჯობინა

ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა. როგორც იცით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს “აკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტობას სთავაზობდნენ. 

კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ნახევარმცველი Sky Italia-ს ტელე-ექსპერტია - 39 წლის პირლო იმედოვნებდა, რომ იტალიის ნაკრებში მუშაობას კომენტატორობასაც შეუთავსებდა, მაგრამ იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციამ პირლოს ტელეკომპანიიდან წამოსვლა მოსთხოვა, რის შემდეგაც ანდრეამ არჩევანი ტელე-ექსპერტობაზე შეაჩერა, მანჩინის ასისტენტობაზე კი უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ აქტიური სპორტული კარიერა 2017 წელს, MLS-ის კლუბ ნიუ იორკ სიტიში დაასრულა. იტალიის ნაკრებში მას 117 მატჩი აქვს ჩატარებული. 2012-დან 2014 წლამდე პირლო ზედიზედ სამჯერ იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები