Thumbnail

უცნაური შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე - ფეხბურთელმა მსაჯის ქაფის ბოთლს დააბიჯა...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ოლივიე ნტშამს უცნაური ამბავი შეემთხვა
  • სელტიკის ფეხბურთელმა მსაჯის მოსანიშნ აეროზოლს დააბიჯა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, სელტიკმა ბერძნულ აეკს უმაპსინძლა და პარკ ჰედზე შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ერთ უცნაურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, სელტიკის ფრანგმა ლეგიონერმა - ოლივიე ნტშამმა მსაჯის მოსანიშნი აეროზოლის ბოთლს ფეხი დააბიჯა, რომელიც როგორც ჩანს შეხვედრის მთავარ არბიტრს, იტალიელ ლუკა ბანტის შემთხვევით დაუვარდა.

ეპიზოდისას, ნტშამი არ დაიბნა და მომენტიდან მალევე, კარისაკენ დაარტყა. ფრანგი ლეგიონერი ბრენდან როჯერსმა მანჩესტერ სიტიდან გადაიბირა, თუმცა მანამდე ნტშამს ორი სეზონი ჯენოაში ჰქონდა გატარებული.

აეკთან მატჩს, გლაზგოელები მე-17 წუთზე კალუმ მაკგრეგორის გოლით იგებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე კლონარიდისმა გაათანაბრა.

კომენტარები

ბოლო ამბები