Thumbnail

პირველად ისტორიაში - კალათბურთელმა ბურთი თვითმფრინავიდან ჩააგდო

  • ჰარლემ გლობტროტერსის კალათბურთელმა ბულ ბალარდმა გასაოცარი ნომერი შეასრულა
  • ზუსტი ტყორცნა კალათში თვითმფრინავიდან, 110 კმ/სთ სიჩქარეზე
  • მანამდე ამ საგამოგენო გუნდის მოთამაშემ ცათამბჯენიდან ჩააგდო

ჰარლემ გლობტროტერსი საკალათბურთო გუნდია, რომელიც საჩვენებელ თამაშებს აწყობს. ეს მატჩები მთლიანად შოუს ელემენტებითაა გაჯერებული და გასართობ, იუმორისტულ ხასიათს ატარებს. გარდა მატჩებისა, ჰარლემელი კალათბურთელები ხშირად ინდივიდუალურ ნომრებსაც იგონებენ. 

მორიგი ასეთი ნომერი ბულ ბალარდმა მოიგონა და სისრულეშიც მოიყვანა. თვითმფრინავში მჯდომმა შოუმენმა ნიუ ჯერსიში, ვაილდვუდის ასაფრენ ზოლზე დამონტაჟებულ კალათში ზუსტი ტყორცნა ჰაერიდან განახორციელა. იმ ეპიზოდში თვითმფრინავი დაახლოებით 110 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა.

ეს არაა პირველი და იმედია, არც უკანასკნელი ნომერი, რომელიც ჰარლემის კალათბურთელებმა დადგეს. შარშან მიწაზე არსებულ კალათში ზუსტი ტყორცნა გუნდის წევრმა სან ანტონიოში ერთ-ერთი ცათამბჯენის 58-ე სართულიდან განახორციელა.

კომენტარები

ბოლო ამბები