Thumbnail

რეალმა კურტუა წარადგინა - ბელგიელის პირველი დღე სამეფო კლუბში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 26 წლის მეკარემ რეალთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • კურტუას პირველობისთვის ბრძოლა მოუწევს

მადრიდის რეალმა გულშემატკივრებს ტიბო კურტუა წარუდგინა. ბელგიელმა მეკარემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რეალში გადასვლამდე, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ლონდონის ჩელსის ღირსებას იცავდა. რეალი კურტუასთვის პირველი მადრიდული კლუბი არ არის, სამი სეზონის განმავლობაში ის მადრიდის ატლეტიკოს კარში იდგა.

ტიბოს პირველი მეკარეობისთვის ბრძოლა მოუწევს, რეალის კიდევ ერთი მეკარე კეილორ ნავასი არაფრის დათმობას არ აპირებს.

ტიბო კურტუას პირველი დღე მადრიდის რეალში

ტიბო კურტუას პირველი დღე მადრიდის რეალში

ტიბო კურტუას პირველი დღე მადრიდის რეალში

კურტუას წარდგენის დროს, რეალის პრეზიდენტმა მეკარის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

ფლორენტინო პერესი: "ყველანი ბედნიერი ვართ, რადგანაც დღეს კარგი ფეხბურთელი დაგვემატა. ჩვენ ვიმატებთ ისეთ ტალანტებს, რომლებსაც სურთ, რომ ამ ფორმით ტიტულების მოგება შეძლონ. გააგრძელონ ისტორია, რომელსაც მადრიდის რეალი ქმნის".

ტიბო კურტუა: "მადლობა პრეზიდენტს ასეთი სიტყვებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი ოცნება ახდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ. აქ მოსასვლელად ბევრი ვიშრომე. მოვედი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, სადაც პასუხისმგებლობასთან ერთად გაქვს სიამაყის გრძნობაც. მიხარია, რომ ვიქნები კლუბის ნაწილი. მე ახლა მადრიდისტა ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით".

კომენტარები

ბოლო ამბები