Thumbnail
  • ოტო რეჰაგელი 80 წლის გახდა
  • ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელის კარიერის მთავარი მიღწევები

ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია გერმანული ფეხბურთის ისტორიაში კაიზერსლაუტერნთან ერთად; ბუნდესლიგის რეკორდსმენი მწვრთნელი ყველაზე მეტი მატჩით, საბერძნეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონობა… ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ოტო რეჰაგელი 80 წლის გახდა.

ბრემენში მას ლეგენდის სტატუსი აქვს, თუმცა ბრემენი მხოლოდ ერთ-ერთი ქალაქია მათ შორის, სადაც ოტო რეჰაგელის სახელი და გვარი, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცის. 1998 წელს, რეჰაგელის მიერ გაწვრთნილი კაიზერსლაუტერნი ჯერ პირველ ბუნდესლიგაში აღზევდა, მერე კი, იმავე სეზონში, გერმანიის ჩემპიონი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, როცა ელიტაში ახალაღზევებულმა კლუბმა ბუნდესლიგა მოიგო.

ყველაზე დიდ წარმატებას “მეფე ოტომ” გერმანიის საზღვრებს გარეთ მიაღწია - 2004 წელს მან საბერძნეთის ნაკრებს, ყველასათვის მოულოდნელად, ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რის გამოც მისი სახელი საბერძნეთშიც უკვდავია. თუმცა, საკუთარ კარიერასა და ცხოვრებაზე საუბრისას, უკვე 80 წლის რეჰაგელს, თვალები მხოლოდ მაშინ უბრწყინდება, როცა მეუღლის შესახებ საუბრობს.

“ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ 54 წელია, ბეატეს ქმარი ვარ,” - თქვა რეჰაგელმა ამას წინათ ბრემენში, როცა თავისი ღვაწლისთვის კიდევ ერთხელ დააჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ფეხბურთში მოღვაწეობს და მთელი მსოფლიო ფეხბურთიდან იცნობს, მეუღლე ბეატე მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. არადა, რეჰაგელის მეტსახელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის “დიქტატორია”. “მეფე ოტოც”...

ოტო რეჰაგელი საბერძნეთში განსაკუთრებით უყვართ

“ოტო რეჰაგელი 80 წლის ასაკშიც კი ბრწყინვალე ფორმაში ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ სწორად გააკეთა. დღესაც ისე გამოიყურება, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ იმუშავებდა ყოველდღიურ რეჟიმში. იმედია, მეუღლისა და ფეხბურთის სიყვარული მას კიდევ ძალიან დიდხანს აცოცხლებს,” - ეს გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის, ლოთარ მათეუსის სიტყვებია.

“ჩემპიონი”, “მეფე”, “სასწაულმოქმედი” - ბუნდესლიგის ისტორიაში სხვა არცერთ მწვრთნელს არ დაუტოვებია ისეთი კვალი, როგორიც ესსენში დაბადებულმა რეჰაგელმა დატოვა. ბუნდესლიგაში, მწვრთნელის რანგში, მას 820 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

იცანით? მარჯვნიდან მეორე ოტო რეჰაგელია - ბერლინის ჰერტაში თამაშის დროს, 1964 წელს.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

ფეხბურთელობის დროს ოტო რეჰაგელი მცველი იყო და საკმაოდ ხისტი თამაშით გამოირჩეოდა. თავდამსხმელებს მისი ეშინოდათ.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

შესაძლოა, არ იცოდეთ: ოტო რეჰაგელი პროფესიონალი მღებავიცაა...  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

საერთო ჯამში, რეჰაგელმა ბუნდესლიგაში 201 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა (ჰერტა, კაიზერსლაუტერნი).  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

მწვრთნელის რანგში პირველ წარმატებას 1980 წელს მიაღწია - დიუსელდორფის ფორტუნას გერმანიის თასი მოაგებინა.

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

1981 წელს რეჰაგელი ვერდერის თავკაცი გახდა და ბრემენულ კლუბში 14 წელი იმუშავა. 1992 წელს მისმა ვერდერმა თასების მფლობელთა თასი მოიგო.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

ბრემენში რეჰაგელს "დიდი ოტო" შეარქვეს. ფოტოზე ფრანც ბეკენბაუერთან ერთად

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

1995 წელს რეჰაგელი ბაიერნში გადავიდა, მაგრამ 1996 წლის აპრილშივე დაემშვიდობა რეკორდმაისტერს.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

1998 წელს რეჰაგელმა შეუძლებელი შეძლო - კაიზერსლაუტერნი პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა და პირველივე სეზონში გააჩემპიონა.

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

2004 წელს, რეჰაგელმა საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რაც ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

რეჰაგელი პირველი არაბერძენია, რომელიც "წლის საუკეთესო ბერძენად" დაასახელეს და ათენის საპატიო მოქალაქის წოდებითაც დააჯილდოვეს.  

ოტო რეჰაგელის კარიერა ფოტოებში

ოტო რეჰაგელი და მისი საყვარელი მეუღლე

კომენტარები

ბოლო ამბები