Thumbnail
  • საფრანგეთში მე-19 ტურის თამაშები გაიმართა.
  • 12 იანვრამდე ლიგა 1-ში შესვენება გამოცხადდა.
  • პსჟ-მ 3:1 დაამარცხა კაენი, ხოლო მბაპემ ვარცხნილობა შეიცვალა.

საფრანგეთში პირველი წრის ბოლო ტური გაიმართა. პარი სენ-ჟერმენმა კაენს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. განსაკუთრებით ლამაზი კავანის გოლი გამოდგა - კილიან მბაპემ ფლანგზე თავბრუ დაახვია მცველებს, ჩააწოდა და ურუგვაელმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში. 

ედინსონ კავანის სუპერგოლი
ურუგვაელი ჰაერში საოცრებას აკეთებს

ამის მერე თავი თავად მბაპემ და ბასკმა იური ბერჩიჩემ გამოიჩინეს.

კილიან მბაპე ბოლო 10 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მბაპე ახალი ვარცხნილობით გამოცხადდა, იგი დღეს 19 წლის გახდა. 

ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში 2017 წელი 50 გოლით დაასრულა, ტოპ-5 ლიგებში ეს საუკეთესო შედეგია. 

პსჟ 19 თამაშიდან 50 ქულით პირველ ადგილზეა და 9-9 ქულით უსწრებს მონაკოსა და ლიონს, ხოლო მარსელს - 12 ქულით.

ლიონმა სტუმრად მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ტულუზი - 2:1. ნაბილ ფეკირმა სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.

მონაკომ 2:1 მოუგო რენს, სეზონში მე-15 გოლი რადამელ ფალკაომ გაიტანა.

მარსელმა ტრუა 3:1 დაამარცხა. დიდი შესვენების შემდეგ დიმიტრი პაიემ გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები