Thumbnail

'ლამბორგინის გაჩუქებ, მაგრამ ბარსაში არასდროს გაგიშვებ' - პირობა კლუივერტს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ 19 წლის ჯასტინ კლუივერტს მოტივაცია შემატა
  • ჰოლანდიელი ფეხბურთელი 30 გოლის გატანის შემთხვევაში ლამბორგინის მიიღებს
  • ოღონდ, ბარსელონაზე ოცნებას უნდა მოეშვას 

რომას პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა გუნდის ახალწვეულ ჰოლანდიელ ჯასტინ კლუივერტს აფრთხილებს, რომ ბარსელონაში არასდროს გაუშვებს, მოტივაციის ასამაღლებლად კი ლამბორგინის პირდება.

"თუ ოცდაათ გოლს გაიტანა, ლამბორგინის გაჩუქებ. თუ ათის გატანას შეძლებ - მერსედესს.  წავიკითხე, რომ ბარსელონაზე ოცნებობ. ხომ ხვდები, რომ არასდროს გაგყიდი იმ კლუბში?", - აქვეყნებს კლუვერტისადმი პალოტას ნათქვამს Football Italia.

ჯეიმს პალოტა, კოსტას მანოლასი და ჯასტინ კლუივერტი 

ცნობილია, რომ რომა ბარსელონაზე ძალიან განაწყენდა მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა ცხვირწინ მალკომი ააცალეს. იტალიელებს ბორდოს ბრაზილიელ თავდამსხმელთან ტრანსფერზე წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ დადებული.

19 წლის ჯასტინ კლუივერტი რომაულ კლუბს ამ ზაფხულს ამსტერდამის აიაქსიდან შეუერთდა. იტალიელებმა მასში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს.

პატრიკ კლუივერტის ვაჟი აიაქსის აღზრდილია. ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მან 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები