Thumbnail
  • ვარსკვლავმა ტენისბოლის თამაშის დროს ბურთი მარტივ სიტუაციაში ვერ დაიმორჩილა
  • პორტუგალიელის შეცდომამ პაულო დიბალა და დუგლას კოშტა ძალიან გაამხიარულა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, ტენისბოლის თამაშის დროს, ახალი თანაგუნდელების დაცინვის ობიექტი გახდა. 

ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ლეონარდო ბონუჩისთან შეწყვილებული  პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პაულო დიბალასა და დუგლას კოშტას ეჯიბრებოდა. რონალდომ მარტივ სიტუაციაში ბურთი ვერ დაიმორჩილა, რასაც მეტოქეების ხარხარი მოყვა.

ბრაზილიელმა დუგლას კოშტამ და არგენტინელმა პაულო დიბალამ რონალდოს შეცდომა თამაშის Fortnite-ის სტილში იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სტილში ზეიმი ფეხბურთში პირველად ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გამოიყენა.

კრიშტიანო რონალდო ტურიის იუვენტუსში რეალიდან ამ ზაფხულს 112 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

33 წლის პორტუგალიელის დებიუტი სერია A-ში 18 აგვისტოს, კიევოსთან პირველი ტურის შეხვედრაში იგეგმება.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები