Thumbnail
  • ვეტერანი ფეხბურთელი ლივერპულის ჩემპიონობას ვარაუდობს
  • '28 წელია ამას ამბობენ, მაგრამ წელს მგონი მართლა ასე იქნება' ამბობს რაიტი

ხვალ, 23:00 საათზე მანჩესტერ იუნაიტედი, ოლდ ტრაფორდზე ლესტერ სიტის უმასპინძლებს და პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი, სწორედ ამ მატჩით დაიწყება.

მსოფლიოს საუკეთესო ლიგის დაწყებამდე კი, პრემიერლიგის მიმომხილველმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა - იან რაიტმა ლივერპულზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"წითლები ამას 28 წელია ამბობენ, რომ ეს მათი წელი იქნება. მაგრამ მგონი ეს სეზონი მართლა მათი იქნება..." განაცხადა რაიტმა.  "ამას 1990 წლიდან გაიძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი მართლები არიან."

"სიტისთან რათქმაუნდა ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ შეხედეთ მათ გუნდს... ძალიან გამიკვირდება, რომ ჩემპიონობას ძალიან, ძალიან არ მიუახლოვდნენ."

"მეკარე უნდოდათ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო - ბრაზილიელი ალისონი იყიდეს. მცველი აკლდათ და ვან დაიკი დღეს გუნდის დაცვის ლიდერია!"

"შარშანაც გამოჩნდა, რომ სიტის ყველაზე მეტად ლივერპულთან უჭირს თამაში - სამჯერ წააგეს! მაგრამ დიდ გუნდებთან ყოველთვის კარგად თამაშობდნენ, პატარებთან უჭირთ და მათი 'აქილევსის ქუსლი' სწორედ ეს არის."

"საშუალო დონის გუნდებთან მოგებას თუ ისწავლიან, მგონია რომ ჩემპიონობას იზეიმებენ. ნახევარდაცვასაც მინდა შევეხო - ნაბი კეიტა სასწაული დანამატია გუნდისთვის, ასევე არ დაგვავიწყდეს ფაბინიო ცენტრში." ამბობს იან რაიტი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლივერპული
  • ვესტ ჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები