Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 26 წლის მორაგბე ორიაკს შეუერთდა
  • ფრანგულ კლუბში ერთბაშად შვიდი ქართველი მორაგბე ითამაშებს

ლაშა ლომიძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. ქართველი მორაგბე, რომელიც ბოლოს ლონდონ აირიშის ღირსებას იცავდა, ამიერიდან ორიაკში ითამაშებს. 

ბორჯღალოსანი ორიაკს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდება - მას მანამდე ორ ფრანგულ კლუბში უთამაშია: მონპელიესა და ბეზიეში.

აღასნიშნავია, რომ ორიაკი ახალ სეზონს ერთბაშად შვიდი ქართველი მორაგბით დაიწყებს.

ლაშას გარდა, ფრანგული კლუბის ძირითად გუნდში ირიცხებიან ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ვეფხვაძე. ესპუართა რიგებში ოთხი ქართველი ითამაშებს: ვანო კარკაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე. ფრანგებმა ვანო კარკაძე ქუთაისის აიადან დაიმატეს, ჯავახია ორიაკში ლიონიდან გადმოვიდა, ხოლო საღინაძე ლელო სარასენსიდან.

ლაშა ლომიძეს ბორჯღალოსნების კვართით 41 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 ლელო დადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები