Thumbnail

ოძეკი ფეხზე დადგა - ტოჩინოშინი დოჰიოს მალე დაუბრუნდება!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა
  • 14 აგვისტოს ის სუმოს "ქარავანს" შეუერთდება

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა, რომლის გამოც მან ივლისის ბაშო ვერ დაასრულა და 14 აგვისტოს იგი სუმოისტთა საზაფხულო ტურნეს შეუერთდება. მასთან ერთად ტურნეში ჩაერთვება ოძეკი ტაკაიასუც.

პროფესიონალ სუმოისტთა უმეტესობა 29 ივლისიდან მოყოლებული იაპონიის სხვადასხვა ქალაქში მართავს საჩვენებელ ორთაბრძოლებს. 14 აგვისტოს სუმოისტთა "ქარავანი" ივატეს პრეფექტურის ქალაქ ოშუს მიადგება, ტოჩინოშინი სწორედ იქ შეუერთდება მათ. ზაფხულის ტურნე 26 აგვისტოს ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ კიტეში დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ წლის მე-5, აკი ბაშო სტარტს 9 სექტემბერს აიღებს ტოკიოში. მანამდე, 27 აგვისტოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც ტოჩინოშინი კვლავ ოძეკი იქნება, მაგრამ უარყოფითი ბალანსის გამო (ივლისის ბაშოზე 5-10 ჩაეთვალა), მას სექტემბერში ტიტულის დაცვა მოუწევს - სულ მცირე, 8 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონის რანგს დაკარგავს. ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს მე-6 დღეს დაშავდა, როცა ტურნირს 5-0 ბალანსით ლიდერობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები