Thumbnail
  • ბაიერნი 20:2 როტაჰ ეგერნი
  • ბაიერნის ფეხბურთელების 4 ჰეთ-თრიკი და 2 დუბლი ამხანგურ შეხვედრაში
  • რეპეტიცია სუპერთასის მატჩამდე

მიუნხენის ბაიერნმა როტაჰ ეგერნთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ნიკო კოვაჩის გუნდმა პირველ ტაიმში 7 გოლის გატანა შეძლო, მეტოქემაც პირველ ნახევარში მოახერხა ორი გოლის გატანა. მეორე ტაიმში ბაიერნის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა, მიუნხენელებმა კიდევ 13 გოლი გაიტანეს და მატჩი 20:2 მოიგეს!

აღსანიშნავია, რომ ოთხმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა: კომანი, ლევანდოვსკი, ვაგნერი, ფრანცკე. ორმა მოთამაშემ დუბლით გამოიჩინა თავი: მიულერი, ხამეს როდრიგესი. თითო გოლი გაიტანეს: ტიაგომ, რუდიმ, კიმიხმა და რიბერიმ.

ბაიერნი მომდევნო მატჩს გერმანიის სუპერთასზე, 12 აგვისტოს, აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები