Thumbnail

ალექსანდრე იაშვილის დუბლი მიუნხენის ბაიერნთან - ფრაიბურგს ქართველმა მოაგებინა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფრაიბურგი 3:1 მიუხენის ბაიერნი | ვეტერანების მატჩი
  • ალექსანდრე იაშვილმა საიუბილეო შეხვედრაში დუბლი შეასრულა

ფრაიბურგმა 25 წლის წინ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. გერმანულმა კლუბმა საიუბილეო თარიღი პირველ მეტოქესთან ამხანაგური მატჩის გამართვით აღნიშნა. ფრაიბურგისა და ბაიერნის ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს ''შვარცვალდის'' სტადიონზე შეხვდნენ, მატჩს 11 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ფრაიბურგის რიგებში ალექსანდრე იაშვილმა ითამაშა, რომელმაც ბაიერნს ორი გოლი გაუტანა.

გუნდების შემადგენლობები

ფრაიბურგი: ტიმო როისი, თომას ერაიზერი, თომას ფოგელი, მარტინ კეფერი, როდოლფო კარდოსო, ალტინ რკაკლი, მიხაელ პფალერი, მარტინ ბრაუნი, სამი სანე, ჩარლი შულცი, თომას ზეელიგერი, რალკ კოლი, შტეფან მიულერი, ფლორიან ბრუნსი, ნილს ჰანსენი, თომას შვაიცერი, ალექსანდრე იაშვილი, ალი გიუნეში.

ბაიერნი: ანდრეას რიოსლი, ჰარალდ დაქსი, როლანდ გრაჰამერი, ჰანს პფლიუგლერი, ჰარალდ ჩერნი, მიხაელ ციმერმანი, ალფონს ჰიგლი, მარსელ ვიტეჩეკი, მარკუს შუპი, მაურუციო გაუდინო, ტობიას შვაინშტაიგერი, პაულო სერჟიო, მიხაელ დემგენი, კარსტენ ლაკისი, ანდრეას ოტლი, ფოლკერ ჰიუგელი, მიხაელ შტერნკოპფი.

შეხვედრაში ანგარიში იაშვილმა გახსნა. ბაიერნმა პაულო სერჟიოს გოლით გაათანაბრა. ფრაიბურგმა კი პირველი ტაიმი ალი გიუნეშის გოლით მოიგო.იაშვილმა მეორე ნახევარში დუბლის შესრულება მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.

ალექსანდრე იაშვილის დუბლი მიუნხენის ბაიერნთან

Posted by სპორტული მიმოხილვა on ოთხშაბათი, 08 აგვისტო, 2018

იაშვილი ფრაიბურგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელს 255 შეხვედრაში 63 გოლი აქვს გატანილი. ალექსანდრე მხოლოდ ნილს პეტერსენსა და იოახიმ ლივს ჩამორჩება.

ფრაიბურგი 3:1 მიუხენის ბაიერნი | ვეტერანების მატჩი

კომენტარები

ბოლო ამბები