Thumbnail

რონალდომ ჯორჯინა იახტიდან ზღვაში გადააგდო - ვარსკვლავური გართობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის ფორვარდი დასვენების ბოლო დღეებს ხმელთაშუა ზღვაში ატარებს
  • პორტუგალიელი ვარსკვლავი თავის მეგობარ გოგონას გაეხუმრა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და მისი მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი დასვენების ბოლო დღეებს ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ იბიცაზე ატარებენ. 

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა და მისმა მეგობარმა ზღვაში იახტით გაისეირნეს, რა დროსაც კრიშტიანომ გამხიარულება გადაწყვიტა და ჯორჯინა იახტიდან ზღვაში ჩააგდო. ფაქტის შესახებ The Sun იუწყება და ფოტოსურათებს ავრცელებს.

გოგონა ხუმრობას აშკარად არ გაუნაწყენებია. იახტაზე დაბრუნებული ისევ კრიშტიანოს გვერდით მოკალათდა.

კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში რეალიდან ამ ზაფხულს 112 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

33 წლის პორტუგალიელის დებიუტი სერია A-ში 18 აგვისტოს, კიევოსთან პირველი ტურის მატჩში უნდა შედგეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები