Thumbnail

ფიფა: ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ნაკრების ჩასვლა დეზინფორმაციაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან წერილი მიიღო
  • ნიგერია ქვეყნის რომელიმე ნაკრების ოკუპირებულ რეგიონში სათამაშოდ ჩასვლას უარყოფს  

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ მიიღო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილი, სადაც ხაზგასმულია. რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. 

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას.

ვითარებაში გასარკვევად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ მიმართა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას.

სფფ-ს ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები