Thumbnail
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან...
  • ქართული სპორტული სამყარო რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. დაღუპული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები. დაკარგული, განადგურებული და ოკუპირებული ქართული სოფლები...

პარალელურად, პეკინის ოლიმპიადა მიმდინარეობდა. ომამდე ორი დღით ადრე, 5 აგვისტოს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პეკინში გაემგზავრა. იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, ქართველ სპორტსმენები უდიდეს წნეხს უძლებდნენ. იყო იდეა, რომ ოლიმპიადა პროტესტის ნიშნად დაეტოვებინათ, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო მომდევნო ორ ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებდა. საბოლოოდ, ოლიმპიელებს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და ოლიმპიადაზე დარჩენა სთხოვა.

დიდი წნეხის მიუხედავად, საქართველომ ოლიმპიადაზე ექვსი მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო, რითიც საერთო გუნდურ ჩათვლაში, 204 ქვეყანას შორის, 27-ე ადგილი დაიკავა.

ათი წლის წინანდელ მოვლენებს ქართული სპორტული სამყარო გამოეხმაურა და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

საქართველო ფეხბურთის ფედერაცია:

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა ! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს 🇬🇪️🎗️

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

საქართველოს რაგბის კავშირი:

08 | 08 | 08 - 08 | 08 | 18 🇬🇪

Posted by Georgian Rugby on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

გიორგი აბურჯანია (საქართველოს ნაკრებისა და ლუგოს ფეხბურთელი):

დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს 🇬🇪️🎗️ 20 % of my country is occupied by Russia!! 20 % de mi país está ocupado por Russia !!

Posted by Giorgi Aburjania on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრებისა და ორიაკის მორაგბე):

Never forgotten!

Posted by Merab Sharikadze on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა აგვისტო ომზე ნიკა ჭანტურიას ბლოგი გამოაქვეყნა.

ნიკა ჭანტურია: ''25 წლის წინ, აფხაზეთის ომის შემდეგ, ჩემს მშობლებს საკუთარი ქალაქის, ქვეყნის დატოვება მოუხდათ. ორი წლის შემდეგ, მე სწორედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დავიბადე, რომლის გამოც, ჩემს ოჯახს ცხოვრება დევნილობაში უწევდა. 400-ზე მეტი დაღუპული ადამიანის გარდა, აგვისტოს ომმა დევნილად 26 000 ადამიანი აქცია.

მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება. და, ამ დასასრულის ავტორი, აუცილებლად ჩვენი თაობა იქნება - თაობა, რომელმაც ომი, საკუთარ ქვეყანაში, ტელევიზიით ნახა.''

🇬🇪 ნიკა ჭანტურიას მორიგი, მესამე ბლოგი, ამჯერად აგვისტოს ომის შესახებ. 23 წლის ფეხბურთელი იმ პერიოდზე წერს, როცა 10 წლის...

Posted by FC Locomotive Tbilisi on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

გურამ კაშია აგვისტოს ომზე

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ფეხბურთელი): დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს.

ლევან მჭედლიძე აგვისტოს ომზე

ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის ფეხბურთელი

საბა ლობჟანიძე აგვისტოს ომზე

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრებისა და რანდერსის ფეხბურთელი): 10 წელი ომიდან... ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

გიორგი მერებაშვილი აგვისტოს ომზე

გიორგი მერებაშვილი ინსტაგრამზე: დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს!

თამაზ მჭედლიძე აგვისტოს ომზე

თამაზ მჭედლიძე (საქართველოს ნაკრებისა და აჟენის მორაგბე): შეაჩერე რუსეთი! მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მერაბ შარიქაძე აგვისტოს ომზე

მერაბ შარიქაძე (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი და ორიაკის მორაგბე)

გიორგი ნემსაძე აგვისტოს ომზე

გიორგი ნემსაძე (საქართველოს ნაკრებისა და ოსპრისის მორაგბე): 

ნოდარ ჭეიშვილი აგვისტოს ომზე

ნოდარ ჭეიშვილი (საქართველოს ნაკრების მორაგბე)

თორნიკე მატარაძე აგვისტოს ომზე

თორნიკე მატარაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე)

დინამო თბილისის ხელმძღვანელობამ გუნდის სრული შემადგენლობით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

🌺 დინამო თბილისის ხელმძღვანელობამ გუნდის სრული შემადგენლობით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომში...

Posted by FC Dinamo Tbilisi on ოთხშაბათი, 08 აგვისტო, 2018

საფეხბურთო კლუბის, გაგრას მოთამაშეები ახალგორიდან დევნილ, წეროვანში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდნენ.

დღეს, 8 აგვისტოს გაგრელების ვარჯიშს 2008 წლის ომის დროს, ახალგორიდან დევნილი, წეროვანში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ....

Posted by Football Club Gagra on ოთხშაბათი, 08 აგვისტო, 2018

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ავიდა და აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

🇬🇪 2008 წლის, აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის ლოკომოტივის სრული შემადგენლობა იმყოფებოდა 🎗 #არაოკუპაციას

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 08 აგვისტო, 2018

POPSPORT-თან კომენტარი 2008 წლის ოლიმპიადიის მონაწილეებმაც გააკეთეს.

ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი): "ყველაფერი ცუდად მახსენდება. ოლიმპიური თამაშებზე ასპარეზობა ჩემი ოცნება და მიზანი იყო, ომმა კი ძალიან იმოქმედა ჩემზე, რაც სპორტულ შედეგზეც აისახა. ორივე ფაქტმა, ოლიმპიადაზე ჩავარდნამ და ომმა, ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ როგორც ძიუდოისტი, მას შემდეგ დავიკარგე. ახლა ერთი სურვილი მაქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ, რის შემდეგაც ჩემს უიღბლო კარიერაზე აღარ ვიდარდებ.

ლაშა გუჯეჯიანი პეკინში მე-5 ადგილს დასჯერდა

ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა): "ვფიქრობდით, მიგვეღო თუ არა მონაწილეობა ოლიმპიადაზე. გვადარდება ნათესავების, ახლობელებისა და მეგობრების ბედი. ჩვენ ჩვენი საბრძოლო მოედანი პეკინში გვქონდა. აგვისტოს ომმა ბევრი ახალგაზრდა შეიწირა".

კომენტარები

ბოლო ამბები