Thumbnail

მეტი, ვიდრე უბრალოდ PR? უსაინ ბოლტი აქტიურად ვარჯიშობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გახდება თუ არა უსაინ ბოლტი მართლაც ფეხბურთელი?
  • ლეგენდარული სპრინტერი ავსტრალიურ კლუბში აქტიურად ვარჯიშობს.
  • 31 წლის ბოლტმა შესაძლოა, მართლაც გააფორმოს კონტრაქტი

31 წლის ასაკში ფეხბურთის პროფესიულ დონეზე თამაშის დაწყება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მოვლენაა, მაგრამ არც თვითონ უსაინ ბოლტია ჩვეულებრივი სპორტსმენი. “ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. არანაირ საზღვრებს არ ვიწესებ. ფეხბურთის პროფესიულ დონეზე თამაში ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. მეტიც: ამაზე ვოცნებობ. ვიცი, რომ ამისათვის უდიდესი შრომაა საჭირო,” - ეს სწორედ ბოლტის სიტყვებია.

უსაინ ბოლტმა რამდენიმე თვის წინ დორტმუნდის ბორუსიაში ივარჯიშა

ავსტრალიაში სეზონი ოქტომბერში იწყება - ბოლტი სენტრალ ქოუსთ მარინერსში აქტიურად ვარჯიშობს. “მისთვის სპეციალური ვარჯიშები შევიმუშავეთ, რათა სწრაფი პროგრესი განიცადოს და მალე მივხვდეთ, აკმაყოფილებს თუ არა იმ დონეს, რაც ჩვენს კლუბს სჭირდება,” - აცხადებს კლუბის გენერალური მენეჯერი შონ მილეკამპი და დასძენს, რომ ეს პროცესი, შესაძლოა 3 ან 6 თვე გაგრძელდეს, ან, საუკეთესო შემთხვევაში, 3 კვირაში დასრულდეს. რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარტში დორტმუნდის ბორუსიაშიც ივარჯიშა, თუმცა ის უფრო PR-აქცია იყო, ახლა კი საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

უსაინ ბოლტმა კარიერა შარშან დაასრულა და მანჩესტერ იუნაიტედის ფანი მას მერე ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობს. ეს ჯერ კიდევ არარეალურია, მაგრამ ავსტრალიურ კლუბში ბოლტის ვარჯიშს მხოლოდ PR-აქციაც არ აფასებენ - მილეკამპი აცხადებს, რომ ბოლტს აქვს იმის პოტენციალი, რომ ფეხბურთი სერიოზულ დონეზე ითამაშოს.

კომენტარები

ბოლო ამბები