Thumbnail

ჭადრაკია თუ კამასუტრა? მსოფლიოს ჩემპიონატის ლოგოტიპს დასცინეს

  • სკანდალური ლოგოტიპი რუსულმა დიზაინის ბიურომ შექმნა.
  • ლოგოტიპზე, ყველა სიკეთესთან ერთად, საჭადრაკო დაფა რატომღაც 36-უჯრიანია.
  • ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

ჭადრაკში მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის ლოგოტიპი კამასუტრას სურათს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე საჭადრაკო ტურნირის ლოგოტიპს, - წერს eurosport.

ლოგოტიპი ორი ფიგურის სქემატური გამოსახულებისგან შედგება, რომელთა ფეხები ერთმანეთთან გადაჯვარედინებულია. ცენტრში საჭადრაკო დაფაა, რომელიც რატომღაც 36-უჯრიანია და არა  - 64.

ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ლონდონში 2018 წლის ნოემბერში ჩატარდება. მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მეტოქე მარტში გასამართ ტურნირში გამოვლინდება.

ლოგოტიპის შექმნაზე რუსულმა დიზაინის ბიურო “შჩუკა” იზრუნა.

ნამუშევარს ახლავს კომენტარი, რომ ლოგოტიპი წინააღმდეგობრივი და მოდურია ისევე, როგორც ის ქალაქი, სადაც შეჯიბრი უნდა გაიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები