Thumbnail

რეალმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასი 2 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო მატჩში რომა დაამარცხა
  • მადრიდელებმა ასენსიოს და ბეილის გოლებით გაიმარჯვეს

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა რეალმა ამერიკულ ტურნეზე, ამხანაგური ტურნირი საერთაშორისო ჩემპიონთა თასი გამარჯვებით დაასრულა. მესამე და ბოლო შეხვედრაში მადრიდულმა გრანდმა იტალიურ რომას 2:1 მოუგო.

რეალი მარკო ასენსიომ მალევე დააწინაურა, გარეთ ბეილმა კი მე-15 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. ნიუ ჯერსის “მეტლაიფ-სთედიუმზე” შეკრებილი 51 528 მაყურებლის თვალწინ “სამეფო კლუბმა” მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო. მატჩის მიწურულს რომაელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს (სტროოტმანი).

ამრიგად, რეალმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ასპარეზობა 2 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. რომამ მხოლოდ 1 შეხვედრის (ბარსელონასთან 4:2) მოგება შეძლო (2 მარცხი).

კომენტარები

ბოლო ამბები