Thumbnail

ამერიკელი ჟურნალისტების რჩეული - ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მედიის წარმომადგენლებმა ვაკო ყაზაიშვილი აირჩიეს
  • ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 

სან ხოსემ MLS-ის 23-ე ტურში დიდი სენსაცია მოახდინა. ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, დალასს მოუგო. ვაკო ყაზაიშვილმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა.

North American Soccer Reporters-ში გაწევრიანებული ჟურნალისტების გამოკითხვაში, ყაზაიშვილმა 31 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, დანიელ როიერს 15 ქულით გაუსწრო.

ტურის საუკეთესო მოთამაშეების ხუთეული

1. ვაკო ყაზაიშვილი - 31 ქულა
2. დანიელ როიერი - 16 ქულა
3. ჯოზეფ მარტინესი - 13 ქულა
4. დანიელ კრაილაკი - 9 ქულა
5. დიეგო ვალერი - 5 ქულა

ვაკოს ამ სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა. სან ხოსეს მორიგი მეტოქე კოლორადოა, რომელიც ასევე დასავლეთ კონფერენციაში თამაშობს და ქართველი ფეხბურთელების გუნდს 4 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები