Thumbnail

ნაპოლიმ დორტმუნდს მოუგო, ანჩელოტიმ პირველი სერიოზული მეტოქე დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დორტმუნდი 1:3 ნაპოლი
  • ანჩელოტის რეაბილიტაცია ლივერპულთან მარცხის შემდეგ 

კარლო ანჩელოტის ნაპოლიმ ამხანაგურ შეხვედრაში დორტმუნდს 3:1 მოუგო. ლივერპულთან მარცხის შემდეგ, ნეაპოლელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს. მე-7 წუთზე ანგარიში არკადიუშ მილიკის ულამაზესი დარტყმით გაიხსნა. დორტმუნდს 5 წუთში შეეძლო გათანაბრება, მაგრამ დაჰუდის დარტყმა ხარიხას მოხვდა.

ნაპოლიმ მეორე გოლი 29-ე წუთზე გაიტანა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მაქსიმოვიჩმა დაუხვედრა და იტალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა მეკარემ, კარნეზისმა პირველ ნახევარში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. დორტმუნდმა მაქსიმილიან ფილიპის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მილიკის ნაცვლად შემოსულმა კალეხონმა, დორტმუნდს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ნაპოლიმ ანჩელოტის ხელმძღვანელობით 5 მატჩი გამართა, აქედან 4 მოიგო და ერთი მატჩი წააგო.

კარლო ანჩელოტი: ''ლივერპულთან მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით. დღევანდელ შეხვედრაში შეცდომებს იშვიათად ვუშვებდით, რამაც მატჩის შედეგზეც იმოქმედა. წინ იტალიის ჩემპიონატი გველოდება, აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.''

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები