Thumbnail
  • განტვირთვა რთული მატჩის შემდეგ
  • ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიას დალასთან მოგებას აღნიშნავენ

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ MLS-ის მორიგი ტურის შეხვედრაში დალასი 3:1 დაამარცხა. ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა, სან ხოსემ კი სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო. ორივე ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სან ხოსემ ტური ქართველების კარგი თამაშის წყალობით მოიგო. ვაკომ და გურამმა დალასთან გამარჯვების შემდეგ ვიდეო გადაიღეს, რომელიც შემდეგ ყაზაიშვილმა საკუთარ ინსტაგრამზე, სთორიში ატვირთა. ქართველმა ფეხბურთელებმა აუზში თავით 18 გადაცემა გააკეთეს, რის შემდეგაც ბურთი კალათბურთის ფარში ჩააგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები