Thumbnail
  • არტიომ ძიუბა ნავიგაციის სისტემაში
  • რუსი მძღოლები ამიერიდან ფეხბურთელის მითითებებით ივლიან

რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ თავისი ხმა ნავიგაციის სისტემისთვის “გაიმეტა”.

იდეა კომპანია “იანდექსს” ეკუთვნის, რომლის სერვისითაც თვეში 16 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ძიუბამ ნავიგაციის სისტემისთვის ჯამში 120 წინადადება ჩაწერა.

“გადავწყვიტე, რომ გზაში ყოფნისას დაგეხმაროთ. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, თქვენთან ვიქნები,” - უთხრა ფანებს 29 წლის ძიუბამ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რუსეთის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე გააღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები