Thumbnail

ეგვიპტიდან წამოსვლის შემდეგ: ექტორ კუპერმა უზბეკეთის ნაკრები ჩაიბარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ექტორ რაულ კუპერს ახალი სამსახური აქვს
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი უზბეკეთის ნაკრებს გაწვრთნის
  • არგენტინელმა მუნდიალზე ეგვიპტის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გაიყვანა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი უზბეკეთის ეროვნული გუნდის დამრიგებლად დაინიშნა. 62 წლის არგენტინელი ტაშკენტში ოფიციალურად წარადგინეს და მიზნად, უზბეკური ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლა დაუსახეს.

ექტორ რაულ კუპერი

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ კუპერს ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა. შედეგად, არგენტინელმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში ავარჯიშებდა, ეგვიპტის ნაკრები დატოვა და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ კუერს 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

“უზბეკეთის ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ აზიაში ძლიერი გუნდი იყოს,” - განაცხადა კუპერმა წარდგენისას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისმა ეგვიპტემ სამივე მატჩი წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები