Thumbnail

პირველად ისტორიაში - MLS-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ML-ის კვირის სიმბოლური ნაკრები
  • ორი ფეხბურთელი სან ხოსედან - ორივე ქართველი
გურამ კაშია

MLS-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა რეგულარული პირველობის 23-ე კვირის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც სან ხოსე ერზკვეიკსის ორივე ქართველი ლეგიონერი მოხვდა - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერმა სან ხოსემ სტუმრად მოულოდნელად 3:1 დაამარცხა დალასი, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. ვაკომ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში და 88-ე წუთზეც მანვე დაუსვა წერტილი ანგარიშს. 

ვაკოს ანგარიშზე ამ სეზონში 22 თამაშში 6 გოლია, ეს უკვე მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე (5 გოლი 13 თამაშში). 

გურამ კაშია მესამედ თამაშობდა MLS-ში და ის პირველად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში (ერთხელ, წინა ტურში იყო სათადარიგოებში). შესაბამისად, MLS-ის ისტორიაში პირველად სიმბოლურში ორი ქართველი ლეგიონერი მოხვდა. 

GOAL: Vako opens up the scoring in Dallas

GGOOOOOAAALLLL VAKO!! He caught the keeper out & didn't quit. #WeAreSanJose

Posted by San Jose Earthquakes on შაბათი, 04 აგვისტო, 2018

MLS-ის 23-ე კვირის სიმბოლური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები