Thumbnail

ჩემი მიზანი სეგუნდაში კარგი სეზონის ჩატარებაა - აბურჯანია ლუგომ წარადგინა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუგომ გიორგი აბურჯანია ოფიციალურად წარადგინა
  • გალისიურ კლუბს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება

ესპანური ლა ლიგა 2-ის ლუგომ დღეს ორი ახალწვეული ბორხა სან ემეტერიო და გიორგი აბურჯანია წარადგინა. გიორგი გალისიურ კლუბში იჯარით ერთ სეზონს გაატარებს და სევილიას კუთვნილებაში რჩება, თუმცა სეზონის ბოლოს ლუგოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. აბურჯანია ახალ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

პრესკონფერენციაზე

"იმ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს. ჩემი მიზანია გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო", - განაცხადა აბურჯანიამ "ანჩო კაროზე" წარდგენისას - "მე აქ მენდობიან და ერთი წუთითაც არ მიყოყმანია როცა ლუგოდან შემოთავაზება მივიღე. ლუგო ბოლო წლებში კარგად თამაშობს". 

სან ემეტერიოც, როგორც აბურჯანია სევილიას დუბლებიდან, სევილია ატლეტიკოდან გადავიდა ლუგოში, რადგან სევილია ატლეტიკო ლა ლიგა 2-დან გავარდა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი უნივერსალია და მას მარცხენა მცველადაც უთამაშია: "აქ ორივე ძალიან კარგად მიგვიღეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი უახლოესი მიზანი სეგუნდაში კარგი სეზონის ჩატარებაა", - განაცხადა ქართველმა ახალწვეულმა.

კომენტარები

ბოლო ამბები