Thumbnail
  • საქართველო 80:64 დანია
  • 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 21-ე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მაკედონიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი 21-ე ადგილზე დაასრულა. შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ, ქართველებმა 21-24 ადგილებისთვის გააგრძელეს ბრძოლა.

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდმა ჯერ ალბანეთი გაანადგურა 46 ქულით, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში დანიას 16 ქულის სხვაობით მოუგო და 21-ე ადგილი დაიკავა.

თემურ კანკიასა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი ნაკრები.

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმო, დანარჩენ სამში კი 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

ლაშა მიქელაძემ დანიასთან შეხვედრაში 11 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმა 13 ქულა, 4 მოხსნა და 10 პასი დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები