Thumbnail

ვალენსია გონსალო გედეშს 35 მილიონ ევროდ გამოისყიდის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 21 წლის გონსალო გედეში "ღამურებში" რჩება.
  • გოლი+პასი სისტემით გედეში ნახევარმცველებში ლა ლიგაში საუკეთესოა.

Football Espana-ს ინფორმაციით, ვალენსიამ 21 წლის გონსალო გედეშთან და პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწია - "ღამურები" სეზონის ბოლოს პორტუგალიელ ტალანტს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდიან.

სანამ ბარსელონასთან მატჩში ტრავმას მიიღებდა, გედეში უბრალოდ ფენომენალური იყო ვალენსიასთვის, მის ანგარიშზე გოლი+პასი სისტემით 8 ქულაა, რაც საუკეთესოა ლა ლიგაში ნახევარმცველთა შორის (პაულინიოსთან ერთად). 

გედეში იანვარში ბენფიკადან გადაბარგდა პსჟ-ში. ახალი სეზონიდან კი იჯარით ვალენსიაში თამაშობს. 

ვალენსიას სასარგებლოდ უეფას ფინანსური Fair Play-ის წესმა იმუშავა, პსჟ ვალდებულია გაყიდოს ფეხბურთელები, რომ ეს წესი არ დაარღვიოს. 

21 წლის ფეხბურთელმა თავად ადრეც განაცხადა, რომ მზად არის ვალენსიაში "დიდი ხნით" დარჩეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები