Thumbnail

MLS | ვაკო ყაზაიშვილის დუბლი დალასთან და მესამე გამარჯვება სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დალასი 1:3 სან ხოსე
  • ვაკო ყაზაიშვილის MLS-ში ექვსი გოლი დაუგროვდა
  • სან ხოსემ სეზონში მესამე მატჩი მოიგო

MLS-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ 22-ე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები ქართველი ფეხბურთელის გოლით დაწინაურდნენ. სალინასის პასის შემდეგ, ვაკომ მეკარე და მცველი მოატყუა, რის შემდეგაც ცარიელ კარში მარტივად შეძლო გატანა - სან ხოსე მე-19 წუთზე წინ გავიდა.

დალასმა ოთხ წუთში როლანდ ლამას გოლით გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. სან ხოსე მეორე ტაიმის დასაწყისში წინ კიდევ ერთხელ გავიდა. ალბანელმა ჰიკამ დალასის მეკარეს ახლო მანძილიდან დაურტყა და შანსი არ დაუტოვა. ყაზაიშვილმა მატჩის 88-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

სტუმართა რიგებში ორივე ქართველმა 90 წუთი ითამაშა. 74-ე წუთზე გურამ კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ყაზაიშვილს სეზონში ექვსი გოლი დაუგროვდა.

სან ხოსემ 22-ე შეხვედრაში მე-3 გამარჯვების მოპოვება შეძლო. კალიფორნიელებს 16 ქულა აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები