Thumbnail
  • ლივერპული 5:0 ნაპოლი
  • ალისონის დებიუტი ლივერპულში

დუბლინში იურგენ კლოპის ლივერპულმა ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი გამართა სეზონის დაწყებამდე და კარლო ანჩელოტის ნაპოლი 5:0 გაანადგურა. 

ლივერპულის კარში მეკარე ალისონ ბეკერი იგდა, რომელიც რომადან გადავიდა ინგლისურ კლუბში, ეს ბრაზილიელის დებიუტი იყო. გოლები ჯეიმს მილნერმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, მოჰამედ სალაჰმა, დანიელ სტარიჯმა და ალბერტო მორენომ გაიტანეს.

დუბლინში მატჩს 51 500 ადამიანი დაესწრო. კლოპის გუნდმა 8 ამხანაგურ მატჩში 24 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პირველად კლოპმა შეტევაში სამეული რობერტო ფირმინო, სალაჰი და სადიო მანე. 

კომენტარები

ბოლო ამბები