Thumbnail
  • პსჟ 4:0 მონაკო
  • ანხელ დი მარიას დუბლი
  • მატჩი ჩინეთში გაიმართა

პაუზის შემდეგ საფეხბურთო თვალსაზრისით ტოპ-ქვეყნებში პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა. ჩინეთის ქალაქ შენჟენში საფრანგეთის სუპერთასის (Trophee des Champions) მატჩი გაიმართა - პარი სენ-ჟერმენმა მონაკოს 4:0 მოუგო. 

ეს იყო გერმანელი თომას ტუხელის ოფიციალური დებიუტი პსჟ-ის თავკაცის პოსტზე და მან ის პირველი ტიტულით აღნიშნა. 

პსჟ-მა მეტოქეს თითო ტაიმში 2-2 გოლი გაუტანა. ჯერ 33-ე წუთზე ანხელ დი მარიამ დიდებული საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. მე-40 წუთზე კრისტოფერ ნკუნკუმ ახლო მანძილიდან გაიტანა. 

67-ე წუთზე ჟორჟ ვეას შვილმა ტიმოტი ვეამ გაიტანა, ხოლო 92-ეზე ადრიენ რაბიომ დი მარიას დუბლი შეასრულებინა. ამ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა სტენლი ნსოკიმ, პსჟ-ს 19 წლის აღზრდილმა, რომელსაც აქამდე პირველ გუნდში სულ 25 წუთი აქვს ნათამაშები - მან ორჯერ გაილაღა მარცხენა ფლანგზე და ორი საგოლე პასიც მიითვალა. ნსოკი მარცხენა მცველია. 

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 12 აგვისტოს კაენთან საშინაო მატჩით იწყებს. 

ნეიმარმა თებერვლის მერე პირველად ითამაშა პსჟ-ში

ტუხელმა პრესკონფერენციაზე იმღერა

საინტერესო ფაქტები

ანხელ დი მარია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

► ჯიჯი ბუფონმა პსჟ-ში კარი მშრალად პირველად შეინახა.

► 19 წლის სტენლი ნსოკიმ პირველად ითამაშა პსჟ-ის სასტარტოში და 2 ასისტი მიითვალა.

► ნეიმარმა პსჟ-ში 25 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა - ის 76-ე წუთზე შემოვიდა.

► შენჟენი საფრანგეთიდან 10 ათასი კილომეტრის მანძილზეა.

► პსჟ-მ სუპერთასი ზედიზედ მეექვსედ მოიგო და მარსელის ოლიმპიკის რეკორდი გაიმეორა.

► პსჟ-მ სუპერთასი 8-ჯერ მოიგო (საფრანგეთის რეკორდი)

► კრისტოფერ ნკუნკუმ პსჟ-ს მაისურით ბოლო 9 მატჩში (სასტარტოში) 6 გოლი გაიტანა.

► მონაკომ პსჟ-სთან ბოლო 18 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოიგო (7 ფრე, 9 წაგება).

► მარკო ვერატი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საფრანგეთის სუპერთასი 6-ჯერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები