Thumbnail
  • სამპდორიამ რონალდო გადაიბირა
  • გენუელებმა ტრანსფერი იუვეს სტილში გამოაცხადეს

რონალდო აქ, რონალდო იქ, რონალდო სამპდორიაში… 

გენუურ კლუბს ახალი ფეხბურთელი ჰყავს - რონალდო! სამპდორიამ ახალი ფეხბურთელი ტვიტერზე ზუსტად ისე წარადგინა, როგორც იუვენტუსმა კრიშტიანო.

ოღონდ, სამპდორიას შემთხვევაში საქმე ეხება “მხოლოდ” რონალდო ვიეირას - 20 წლის ნახევარმცველს, რომელიც გენუელებმა ლიდსიდან 6,5 მილიონ ევროს შეიძინეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. შედარებისთვის: იუვენტუსმა კრიშტიანო რონალდო 112 მილიონად იყიდა.

რონალდო ვიეირამ სახელი ბრაზილიელი რონალდოს გამო მიიღო, კრიშტიანოს კი 29 დეკემბერს შეხვდება - სწორედ ამ დღეს ესტუმრება ნაღდი რონალდო და მისი იუვენტუსი სამპდორიას.

აღსანიშნავია, რომ გენუურმა კლუბმა სხვანაირადაც იხუმრა. სამპდორიამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი ასეთი ტექსტით: “რატომ უნდა აირჩიო, როცა შეგიძლია, რომ ორივე გყავდეს?” პოსტს სამი ფოტო ჰქონდა დართული - კრიშტიანო რონალდო, პატრიკ ვიეირა და რონალდო ვიეირა...

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები