Thumbnail
  • საქართველო 61:63 შვეიცარია
  • ქართველების მომდევნო მეტოქე ალბანეთია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გამართა. ქართველი კალათბურთელები, 17-24 ადგილებისთვის გამართულ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, შვეიცარიას შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდი დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დამარცხდა.

ქართველები პირველი სამი პერიოდის განმავლობაში იგებდნენ, შვეიცარიამ ბოლო პერიოდი ოთხი ქულით მოიგო და მატჩის გამარჯვებულიც გახდა. აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდში საქართველოს 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

ირაკლი სულხანიშვილმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა 12 მოხსნა. ლაშა მიქელაძემაც 14 ქულა დააგროვა. დავით კაკუშაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 11 ქულა, 9 მოხსნა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ალბანეთი იქნება. ქართველი კალათბურთელები 21-24 ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები