Thumbnail

ზაფხულის თასი | რასინგმა არგენტინა დაამარცხა, ფრანგები ფავორიტები არიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რასინგი 14:8 არგენტინა XV
  • ფრანგებმა ზაფხულის თასზე ორივე მატჩი მოიგეს 

რასინგმა და არგენტინა XV-მა ზაფხულის თასზე ასპარეზობა დაასრულეს. ფრანგებმა ორივე სამხრეთ ამერიკული ნაკრების დამარცხება შეძლეს. მცირე ტრავმის გამო, ვასილ კაკოვინმა შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

რასინგი 45:7 ბრაზილია
რასინგი 14:8 არგენტინა XV

ძლიერი წვიმის გამო, მორაგბეები უამრავ შეცდომას უშვებდნენ. მე-10 წუთზე არგენტინელებმა მეტოქის დაჯარიმება მოახერხეს - ხუან კრუს მალიას დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და არგენტინა დაწინაურდა - 3:0.

მე-17 წუთზე ედი ბენ-არუზმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მინდორზე რასინგის ესპუართა მორაგბე, გურამ გოგიჩაშვილი გამოჩნდა.

30-ე წუთზე ფრანგებმა პირველი ლელო დადეს. ხუთმეტრიანი დერეფანი რასინგმა მოიგო, რის შემდეგაც მოლი ააგორეს და ვანსესლაზ ლორემ რასინგი წინ გაიყვანა, ხოლო ფინ რასელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ფრანგებმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე შეძლეს მეორე ლელოს დადება. საიმონ ზებომ რასინგის კარგი შეტევა დაასრულა, ფინ რასელი გარდასახვის დროს ისევ ზუსტი იყო.

68-ე წუთზე არგენტინელმა ფაკუნდო კორდერომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 14:8.

რასინგმა დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა. ფრანგებმა ამ მოგებით 9 ქულა დააგროვეს და ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებად რჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები