Thumbnail
  • გენტის თავკაცმა 6 ფეხბურთელი B გუნდში გადაიყვანა
  • მათ შორის არის გიორგი ბერიძე

გენტის სამი გიორგიდან ერთ-ერთი "სეკვესტრში" მოყვა - მწვრთნელმა ივ ვანდერჰაგემ მთავარი გუნდიდან B-ში ერთბაშად 6 ფეხბურთელი გადაიყვანა და მათ შორის მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ბერიძეც. სხვათა შორის, ამ ექვსეულში მოხვდა ისრაელის მოქალაქე ოფირ დავიდზადაც, რომელსაც ქართული წარმოშობა აქვს.

გიორგი ბერიძე

"ჩვენ გვსურდა, რომ რაც შეიძლება ადრე შეგვეტყობინებინა მათთვის ჩვენი გეგმები, რომ მათ თავიანთი მოსაზრებების მიხედვით იმოქმედონ სანამ სატრანსფერო სეზონი ღიაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მინიმუმ სეზონის ნახევარი ჩაუვარდებოდათ, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვსურს", - განაცხადა გენტის თავკაცმა. 

21 წლის ბერიძე 2015 წელს ზესტაფონიდან გენტში გადაბარგდა, მაგრამ ძირითად გუნდში ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშია. ის ჯერ გენტის 19-წლამდელთა გუნდში იყო, შემდეგ B-ში. 2017 წლის იანვარში სლოვაკურ ტრენჩინში იჯარით წავიდა. მან ფორტუნა ლიგაში ჯამში 9 გოლი გაიტანა. გენტმა ბერიძე დაიბრუნდა და ქართველმა ნახევარმცველმა მთელი მოსამზადებელი ეტაპი ძირითად გუნდში გაატარა, გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, მწვრთნელს თავი ვეღარ მოაწონა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მას (ალბათ ისევ იჯარით) სხვაგან გადასვლის საშუალება აქვს, თუ არადა B გუნდში მოუწევს თამაში.

შეგახსენებთ, რომ გენტის ძირითად გუნდში რჩებიან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია. 

კომენტარები

ბოლო ამბები