Thumbnail

ზაფხულის თასი | საქართველო XV-ის შემადგენლობა ბრაზილიის წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბესიკ ხამაშურიძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
  • საქართველო XV-ის გადამწყვეტი შეხვედრა ზაფხულის თასზე

საქართველო XV ზაფხულის თასზე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს - ბორჯღალოსნები ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. ბესიკ ხამაშურიძემ ბრაზილიასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. არგენტინასთან მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობის ექვსი მოთამაშე შეიცვალა - აქედან ხუთი ცვლილება ხაზში მოხდა. ბრაზილიის ნაკრებმა კი რასინგთან მატჩის შემდეგ, სამი მოთამაშე შეცვალა.

ბესიკ ხამაშურიძე: ''თავიდანვე ვთქვი, რომ თამაშის საშუალება ყველას ექნებოდა. სწორედ ამიტომ, გიორგი შკინინისა და გიორგი ჭუაძის ქვიშის რაგბის ნაკრებში გაშვებაზე უარი არ მითქვამს. სარეზერვო ჯგუფიდან დავიმატეთ აკაკი ტაბუცაძე. შერკინებაში თითო ტაიმი თითქმის ყველა მორაგბემ ჩაატარა და ცვლილებების სიმცირე ამითაა განპირობებული“

საქართველო XV-ის შემადგენლობა ბრაზილიასთან

საქართველო XV: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. დემურ თაფლაძე (ლელო), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), 12. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო, კაპ.), 3. ტარიელ დონაძე (ბათუმი), 4. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 5. გელა შალამბერიძე (აია), 6. გუგა შენგელია (ჯიქი), 7. ბექა საღინაძე (ლელო), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი).

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ჟორჟ სალდაძე (აია), 17. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 18. მიხეილ ფსუტური (ჯიქი), 19. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), 22. გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), 23. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 24. თემურ ირემაძე (აია), 25. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 26. დავით გობეჯიშვილი (აია).

კომენტარები

ბოლო ამბები