Thumbnail
  • ლუგო 2:1 ოვიედო
  • აბურჯანიამ 25 წუთში საგოლე პასი გააკეთა

გიორგი აბურჯანია სულ ორი დღეა, რაც ლუგოს ფეხბურთელია, ჯერ მისი ოფიციალური წარდგენაც არ ყოფილა (6 აგვისტოს გაიმართება), მაგრამ მან თავისი გამოჩენა გალისიურ კლუბში უკვე მოასწრო - ლუგომ ამხანაგურ მატჩში ოვიედოს 2:1 მოუგო, ხოლო აბურჯანიამ საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ლუგო 0:1 მარცხდებოდა. 86-ე წუთზე აბურჯანიამ დანი ესკრიჩეს გაატანინა, ხოლო უესკას 20 წლის ვინგერმა, რომელიც აბურჯანიას დარად ლუგოში იჯარით თამაშობს, სამ წუთში დუბლი შეასრულა და გალისიურ კლუბს მოაგებინა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ნახევარმცველი სევილიას ფეხბურთელია, ის სეზონის ბოლომდე იჯარით ლუგოში ითამაშებს.

გიორგი აბურჯანიას პასი ოვიედოსთან

გიორგი აბურჯანიას პასი ოვიედოსთან

Posted by სპორტული მიმოხილვა on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები