Thumbnail

არგენტინის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | სამწლიანი კონტრაქტი პუმებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელი დანიშნეს
  • ლედესმას რთული დავალება - არგენტინის ფინალში გაყვანა

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელი დაინიშნეს. ლეგენდარულმა არგენტინელმა მორაგბემ, მარიო ლედესმამ ნაკრებში დანიელ ურკადე შეცვალა. ''პუმებმა'' ლედესმას 2021 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი.

მარიო ლედესმა მეექვსე მსოფლიოს თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ლედესმა მეექვსედ იასპარეზებს მსოფლიოს თასზე. მარიომ ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა არგენტინის შემადგენლობაში. 2015 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2019 წელს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.

არგენტინელებს დიდი იმედი აქვთ, რომ მარიო ლედესმა ნაკრებს ფინალში გაიყვანს. ''პუმები'' C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები - ინგლისი, აშშ, ტონგა და საფრანგეთი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები