Thumbnail
  • ეგვიპტის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ხავიერ აგირე დაინიშნა
  • მექსიკელი “ფარაონებს” მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა - არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი, რომელიც თანამდებობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა (კონტრაქტი არ გაუგრძელეს), 59 წლის მექსიკელმა ხავიერ აგირემ შეცვალა. 

ხავიერ აგირე ეგვიპტელებმა ოფიციალურად წარადგინეს

“ეგვიტის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. აფრიკაში არასდროს მიმუშავია და მიხარია, რომ ახლა ეს ნაბიჯიც გადავდგი,” - განაცხადა ოფიციალურ პრეზენტაციაზე აგირემ, რომელიც “ფარაონებს” 2022 წლის მუნდიალისთვის მოამზადებს.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ აგირე მექსიკის ადრე ნაკრების დამრიგებელი იყო და 2002 და 2010 წლებში მექსიკელები მუნდიალის მერვედფინალში გაიყვანა. ის ასევე მუშაობდა იაპონიის ნაკრებშიც, ბოლოს კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ “ალ ვაჰდას” თავკაცი გახლდათ. აგირემ ეგვიპტელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები