Thumbnail
  • ქართველი 'ათიანი' კანადაში?
  • eightysixforever.com ამტკიცებს, რომ ჯანო ამერიკულ ფეხბურთს კარგად მოერგება

ვანკუვერ უაითკეპსი პირველი კანადური კლუბია, რომელიც MLS-ის პლეი ოფში გავიდა. 2018 წლის სეზონი კლუბს აშკარად ჩაუვარდა. სწორედ ამიტომ eightysixforever.com კლუბს რჩევებით ეხმარება, თუ როგორ დაიბრუნოს "ძველი დიდება". 

"ვანკუვერისთვის 2018 წელი დიდი იმედგაცრუება იყო, შეუძლია უაითკეპსს სიტუაციის შეცვლა 2019 წელს? ვინ იცის, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიხედვითაც კლუბი ამას შეძლებს, მაგრამ ძვირი დაუჯდება", - წერს საიტი. 

ვანკუვერს ნამდვილი "ათიანი" სჭირდება, საიტი კლუბს ჯანო ანანიძეს ურჩევს:

eightysixforever.com-ის სასურველი გუნდი

"ადრე მას არსენალთან და ლივერპულთან აკავშირებდნენ, მაგრამ 25 წლის ჯანო ანანიძის კარიერამ ვერ მიაღწია იმ სიმაღლეებს, რასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ტოპ-ლიგაში არ უთამაშია, არ ნიშნავს, რომ იგი უაითკეპსს არ დაეხმარება დიდი მიზნების მიღწევაში. ანანიძის სტატისტიკური მონაცემები ძალიან უახლოვდება რეალ სოლტ ლეიკ სიტის ალბერტ რუსნაკისას. რუსნაკი ჰოლანდიაში კარიერაში საშუალოდ 1.2 მნიშვნელოვან პასს აკეთებდა, MLS-ში კი მისი ეს მაჩვენებელი 3.0-ს აცდა. რუსულ ლიგას ზუსტად ისეთივე კოეფიციენტი აქვს უეფაში, როგორც ჰოლანდიურ ერედივიზიეს. რაც ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ჯანო ანანიძე MLS-ში ნამდვილი ვარსკვლავი იქნება. 

ჯანოს გარდა სტატია ვანკუვერს ისეთ ვარსკვლავებს უკავშირებს, როგორიც კევინ მირალასი, დიეგო პოლენტა და სხვები არიან. 

შეგახსენებთ, რომ MLS-ში უკვე თამაშობს ორი ქართველი ფეხბურთელი - სან ხოსე ერზკვეიკსის ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია იცავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები