Thumbnail

ჯონი ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია | ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

  • რომში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა
  • პირველი აგვისტოს ხუთიდან მხოლოდ ერთმა ქართველმა აიღო მედალი
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 მედლით დაასრულა

რომში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით დაასრულა. პირველ აგვისტოს მედლის მოპოვება ხუთ ქართველ მოჭიდავეს შეეძლო. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდნენ: ნიკოლოზ ჭიკაიძე (72), ირაკლი ძიმისტარაშვილი (60), აივენგო რიკაძე (82) და ლუკა ხუციშვილი (97), თუმცა ოთხივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ერთადერთი მედალი ჯონი ხეცურიანმა მოუტანა, რომელიც ფინალში ბელორუს ალექსანდრ ლიავონჩიკთან დამარცხდა. ბელორუსი მოჭიდავე 5:1-ს იგებდა, როდესაც ხეცურიანმა ორქულიანი ილეთი შეასრულა. სამწუხაროდ, ქართველს დრო აღარ ეყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა.

- 63 კგ | ლერი აბულაძე - ბრინჯაო
- 67 კგ | ჯონი ხეცურიანი - ვერცხლი
- 77 კგ | ბექა გურული - ბრინჯაო
- 87 კგ | თემური ჭკუასელიძე - ოქრო

კომენტარები

ბოლო ამბები